Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არჩილ დარჩიას სახელობის სტიპენდია

ცნობილი ქართველი კოლექციონერის, ერთ-ერთი პირველი გალერისტისა და არტ-ექსპერტის, არჩილ დარჩიას ოჯახი აცხადებს კონკურსს მისი სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანების ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე თავად არჩილ დარჩია მის მეუღლესთან, მანანა ვადაჭკორიასთან ერთად ემსახურებოდა.

კონკურსი გამოცხადდება ყოველწლიურად, 2 მაისს, არჩილ დარჩიას დაბადების დღეს.

კონკურსი განკუთვნილია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახვითი და ვიზუალური ხელოვნების მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

კონკურსის შედეგად გამოვლენილ სტიპენდიანტს სრულად დაუფინანსდება სწავლის გადასახადი (2250 ლარი) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული უკვე ფლობს სწავლის სრულ/ნაწილობრივ დაფინანსებას, შესაბამის თანხას იგი მიიღებს ფულადი ჯილდოს სახით.

 

არჩილ დარჩიას სახელობის სასტიპენდიო კონკურსის ვადები:

- განაცხადი მიიღება 2025 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 15 სექტემბერს.

 

საკონკურსო განაცხადი:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. CV ქართულად;

3. 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი, დამოწმებული შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის/დეპარტამენტის მიერ;

4. სარეკომენდაციო წერილი;

5. პორტფოლიო - კონკურსანტის მიერ ნებისმიერ მედიაში შესრულებული ნამუშევრებისა თუ არტ პროექტების ვიზუალური მასალა.

 

საკონკურსო განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება ელექტრონულად, 2025 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე: oldgallery@gmail.com.

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები:

- რომლებიც არ აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს;

- რომელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადი იქნება არასრული ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;

- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოადგენენ განაცხადს.

 

შერჩევის პროცედურა:

- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს და პორტფოლიოს განიხილავს არჩილ დარჩიას ოჯახი, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით.

- საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტებმა შესაძლებელია კონკურსის მეორე ეტაპზე გაიარონ გასაუბრება.

- გასაუბრების შემდეგ გამოვლინდება ერთი სტიპენდიატი.